ინფრასტრუქტურა
თელავში სპორტის სასახლე აშენდება
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს.
2017 წელს სპორტული კომპლექსები აშენდება თბილისსა და რეგიონებში:

- მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში;
- ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში (მშენებლობა დაიწყება 2017 წლის თებერვალში მთავრობასთან შეთანხმებით);
-20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობა ერთი წელი გაგრძელდება და 2017 წლის ივნისში დასრულდება.  სამუშაოებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.


| Print |
FaceBook Twitter Google