ინფრასტრუქტურა
თბილისიდან საგარეჯომდე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი აშენდება

საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის ინფორმაციით,  კახეთში ახალი გზების, მათ შორის ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება.

 

როგორც მან "ბიზნესკონტაქტთან" განაცხადა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი დაახლოებით საგარეჯომდე ან სართიჭალამდე გაკეთდება, საიდანაც მოძრაობა გომბორის მიმართულებით გაიყოფა.

"უახლოეს დღეებში პროექტირება დაიწყება. არსებული მაგისტრალი სამხრეთით გაივლის და ბაკურციხემდე ჩავა, შემდგომ ბაკურციხიდან თელავისკენ, თელავიდან წნორისკენ და წნორიდან ლაგოდეხისკენ წავა“

 

 

| Print |
FaceBook Twitter Google