ინფრასტრუქტურა
4 მილიონი ლარი სოფელ უდაბნოს წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრმა, ადგილობრივი თვითმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ახლად აშენებული ობიექტები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უდაბნო / წყალი /