ინფრასტრუქტურა
როდისთვისაა დაგეგმილი სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-ომალო-ფშაველის გზის მშენებლობა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია, სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-ომალო-ფშაველის 200 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.
სამინისტროსვე ცნობით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 60 მლნ. აშშ დოლარია. საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები  სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოების ჩატარება 2018-2020 წლებშია დაგეგმილი.

| Print |
FaceBook Twitter Google