ინფრასტრუქტურა
შილდაში ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტით გათვალისწინებული იყო 300 მ-იანი გზის რეაბილიტაცია, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 5-6 მ-ია. მოეწყო ტროტუარი და გარე განათება, მოსაფალტდა ასევე მოედანი.

"შალოშვილის ღვინის მარანთან“ მისასვლელი გზით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მოსახლეობის გარდა, სარგებლობენ „შალოშვილის ღვინის მარნის“ დამთვალიერებლები, მათ შორის, უცხოელი ტურისტები.

| Print |
FaceBook Twitter Google