ინფრასტრუქტურა
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს.
პრემიერის თქმით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზას.

„ეს არის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - სივრცით ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსაფრთხო, სწრაფ გადაადგილებას და განტვირთავს მოძრაობას."

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება და მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google