ინფრასტრუქტურა
თელავის თეატრის ფასადის რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარი დაიხარჯება
რამდენიმე დღეში თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

თეატრის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით უკვე შემოსაზღვრულია.

თელავის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე 1 000 000 ლარი დაიხარჯება. მათივე ცნობით, სამუშაოები შვიდ თვეს გასტანს.
რეაბილიტირებული თეატრის ფასადზე 32 კვ.მ. ფართობის მონიტორი განთავსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google