ინფრასტრუქტურა
გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის წინადადებების წარდგენა დაიწყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ფინანსური ფინანსური წინადადებები გაიხსნა.

აღნიშნული გზების მშენებლობა, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის ფარგლებში განხორციელდება. ბაკურციხე-წნორის გზა 16 კილომეტრიანი, ხოლო გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზა 30 კილომეტრიანი მონაკვეთია.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 9 თვეში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი პროექტირების, გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს. ასევე, უნდა მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია აღნიშნული გზების პროექტირება-მშენებლობისთვის. ჩამოთვლილი დოკუმენტების მოსამზადებლად, მხოლოდ იმ 3 კომპანიის ფინანსური წინადადებები გაიხსნა, რომლებმაც ტენდერში, მინიმალური საკვალიფიკაციო-ტექნიკური ქულა გადალახეს. აღნიშნული დოკუმენტების მომზადებას, მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

ბაკურციხე-წნორისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის, კერძოდ სივრცითი განვითარების ნაწილია.

| Print |
FaceBook Twitter Google