ინფრასტრუქტურა
გურჯაანის გამგეობა შადრევანის დემონტაჟს გეგმავს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ცენტრალურ მაგისტრალზე, იუსტიცის სახლის წინ მდებარე უფუნქციოდ დარჩენილი შადრევანის დემონტაჟის საკითხს განიხილავს.
შადრევანი 2011 წელს აშენდა, რისთვისაც 48 ათას 600 ლარი დაიხარჯა.

-"თავის დროზე, როდესაც აშენდა, ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რომელიც ვერც მაშინ და ვერც ახლა მოგვარდა. ამ ეტაპზე არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა მომავალში მისი დემონტაჟის საკითხი განიხილება, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. მის ამოქმედებას ვერ ვახერხებთ, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google