საავტომობილო გზების დეპატრტამენტის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე,
დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად
დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა გზები მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი
სამუშაოები მიმდინარეობს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.
სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები