ინფრასტრუქტურა
კახეთში დაზიანებული გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპატრტამენტის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა გზები მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.

სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / გზა /