ინფრასტრუქტურა
თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 3 538 000 ლარია.

უწყების ინფორმაციით გაკეთდება სამი გამანაწილებელი: აჩინებულის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ქუჩაზე და კურდღელაურში. ისინი კოლექტორის 16 კმ-იანი ქსელით დაუერთდება თელავის კანალიზაციის ძირითად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. შედეგად, ფეკალური მასები მდინარეში აღარ მოხვდება.

კოლექტორების რეაბილიტაცია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. ობიექტზე 70 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივები არიან.


| Print |
FaceBook Twitter Google