შპს "სითი ლოფტი“ საგარეჯოში, სოფელ სათაფლეში 30 ნომრიან,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო "Rooms“-ს ააშენებს.
კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება აგროტურიზმის თემატიკასთან.
სასტუმროს მშენებლობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
კომპანია 7 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ფუქნციონირების
დაწყებიდან 1 თვეში 30 ადამიანი დასაქმდება.
შპს „სითი ლოფტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირდაპირი
მიყიდვით 750 000 ლარად გადასცა ქ. საგარეჯოში მდებარე 3 ერთეული
სასოფლო დანიშნულების და სოფელ სათაფლეში მდებარე 127 626 კვ.მ.
არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მასალის გამოყენების პირობები