ინფრასტრუქტურა
ნაფარეული-ლაფანყურის 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტში, ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით  3 მილიონი ლარი შეადგინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6კმ-იან გზის სავალ ნაწილს, მონაკვეთზე არსებულ ორ ხიდს, ასევე მოეწყო წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწო.

| Print |
FaceBook Twitter Google