ინფრასტრუქტურა
საქართველოში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გამოეხმაურა.
მისი ინფორმაციით, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი იქნება ყველა ძირითადი სერვისი.

„ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად და უპრეცედენტოდ მოკლე დროში გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ შეასრულებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა პრემიერმა.

| Print |
FaceBook Twitter Google