ინფრასტრუქტურა
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
ახმეტა-თელავი-ბაკურციხეს საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) შემოვლითი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დაიწყო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.

სამუშაოების დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ხელოვნური ნაგებობები, საგზაო სამოსი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაკურციხე / გზა /