ინფრასტრუქტურა
ბატონის ციხის რეაბილიტაცია სავარაუდოდ "ერეკლეობისთვის" დასრულდება
ბატონის ციხის კომპლესის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ერეკლეობისთვის დასრულდეს. ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილს ინფორმაციით, ეზოს კეთილწმოყობა დასასრულს უახლოვდება.
ამ ეტაპზე,  შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც გალერეა, ფონდსაცავი და მუზეუმი უნდა განთავსდეს.

ბატონის ციხის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ატარებს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google