ინფრასტრუქტურა
ახმეტაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისას გზები დაზიანდა
ახმეტაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. აღნიშნულმა პროექტმა ქალაქის ქუჩების ნაწილს პრობლემები შეუქმნა.
სამუშაოების გამო გზები გადათხრილია, ორმოებით სავსე ქუჩებში მოძრაობა უჭირთ ქვეითებსაც და მძღოლებსაც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქის შიდა გზები ისეა დაზიანებული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებიც გახშირდა.

სამუშაოებს კომპანია "დაგი" ასრულებს.

"პროექტი თითქმის ბოლოშია გასული, ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები დაგვრჩა და სათავე ნაგებობაზე გაბიონის მოწყობა. რაც შეეხება, გზების საფარის აღდგენით სამუშაოებს, ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.“ - ამბობს "დაგის" წარმომადგენელი ლევან ძამუკაშვილი.

როგორც speqtri.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს, სამუშაოების ღირებულება კი 10 მილიონ 637 246 ლარია.


| Print |
FaceBook Twitter Google