ინფრასტრუქტურა
სოფელ ლელიანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება. უკვე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა.
დაგეგმილია ასევე შენობის გარე ფასადის მოპირკეთება, ელექტროგაყვანილობის გამოცვლა, სცენის აღდგენა და პანდუსის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქეას" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოების პირველი ეტაპისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო, "ქეა" კი დაახლოებით 62 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.



| Print |
FaceBook Twitter Google