ინფრასტრუქტურა
სოფელ ნინოწმინდაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახლადგახსნილი ბაღი საგარეჯოს მუნციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მერიის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. საბავშვო ბაღში 70 აღსაზრდელია.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 227 580 ლარით დაფინანსდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საბავშვო ბაღში 38 წლის განმავლობაში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა.


| Print |
FaceBook Twitter Google