ინფრასტრუქტურა
ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
თელავში, ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ფაზა სრულდება.
სასახლის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი შენდება, მოეწყობა საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზები.

დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

-"ძალიან მალე სამუშაოები დასრულდება, მუზეუმი მზად იქნება მიიღოს ექსპონატები. გაზაფხულიდან მუზეუმი მოემსახურება გაზრდილი რაოდენობის ტურისტებს. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ კომფორტული დასვენების ადგილები."-აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  მუზეუმის შენობა და ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google