ინფრასტრუქტურა
როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა საგარეჯოში [Video]
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტით გათვალისწინებულია 35 მ. სიგრძის ხიდის მშენებლობა. ამ დროისათვის, დარჩენილია ასფატლო-ბეტონის საფარის დაგება და ხიდთან მისასვლელი ყრილის მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 634 400 ლარია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თოხლიაურსა და სოფელ მანავს შორის მდებარე ხიდის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საგარეჯო / ხიდი /