ინფრასტრუქტურა
სოფელ ერისიმედში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები გასული წლის 11 დეკემბერს დაიწყო და იანვრის ბოლოს დასრულდება.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, მოწესრიგდება სამზარეულო და სველი წერტილები. ასევე რეაბილიტირდება 2 ჯგუფის ოთახი,  დერეფანი, საკუჭნაო და სამასწავლებლო.

სააღმზრდელო დაწესებულება 20 ბავშვზეა გათვლილი და მის სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან  16 000 ლარამდე დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google