ინფრასტრუქტურა
სოფელ კარდენახში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოასფალტდება
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს.

-„ამ დროისთვის გზის ეს მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია. მანქანებს გადაადგილება კარგ ამინდშიც კი უჭირთ. ადრე მოასფალტებული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დაზიანდა.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მიმდინარე წელს დასაფინანსებლად 19 პროექტი გადააგაზავნა. პრიორიტეტული მიმართულებები გზის მოასფალტება და ჭაბურღილის მოწყობაა.

| Print |
FaceBook Twitter Google