ინფრასტრუქტურა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანში ამ ეტაპზე 7 პროექტი დაფინანსდა
რეგიონებში განსახრციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 7 პროექტი დაფინანსდა. პროექტების საერთო ღირებულებამ 2 მილიონ 653 781 ლარი შეადგინა.
-"დაფინანსებულია სოფელ კარდენახში სასაფლაოსთან მისასვლელილი გზის მოასფალტება და ცენტრალური გზიდან საუბნო გზის ჩასასვლელებში ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის, ვეჯინში ჰესის უბნის, ჩუმლაყში კოშკის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისა და სოფელ ახაშენში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. სოფელ ველისციხეში კი ორი ჭაბურღილი მოეწყობა."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიეტეტის მერის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მიმდინარე წელს 19 პროექტი გადააგაზავნა. პრიორიტეტული მიმართულებები გზის მოასფალტება და ჭაბურღილის მოწყობაა.

დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი კიდევ რომელი პროექტები დაფინანსდება აღნიშნული ფონდიდან.


| Print |
FaceBook Twitter Google