ინფრასტრუქტურა
წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის გზის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება
წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება. სამუშაოები დეოდფლისწყაროს მერმა, მსოფლიო ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე 13-19-ე კოლომეტრების მოასფალტება და თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დასრულდება და ზემო ქედი-ქვემო ქედის დამაკავშირებელი გზის 36-48-ე კილომეტრზე გაგრძელდება.

პროექტი სოფელ ოზაანიდან ქვემო ქედის ჩათვლით 37 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. 


| Print |
FaceBook Twitter Google