ინფრასტრუქტურა
არხილოსკალო-სამთაწყაროს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არხილოსკალო-სამთაწყაროს დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მსოფლიო ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა.

-„სულ მალე დაიწყება არხილოსკალო-სამთაწყაროს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართეთ, მათ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა გავაცანით. თვის ბოლომდე მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, შემდეგ კი სამუშაოები დაიწყება. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის გზაა.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

აღნიშნული გზის მშენებლობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google