ინფრასტრუქტურა
სოფელ ჭანდარში, "უროიანის" უბანში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში „უროიანის“ უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ასფალტის საფარი 768 მეტრზე დაიგება.
-„რეაბილიტაციისთვის 389 538 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდად დაფინანსდება, თანადაფინასებაში შევა ადგილობრივი თვითმმართველობაც 13.5%-ით. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები. სოფლისთვის ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყოველთვის პრიორიტეტად ასახელებდნენ ამ გზის რეაბილიტაციას. ეს მონაკვეთი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლადო მუსალბიშვილმა.

სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, წინანდადებების მიღება 3 აგვისტოს დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google