ინფრასტრუქტურა
გურჯაანში შარტავას ქუჩაზე ასფალტს დააგებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შარტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება ცხრა აგვისტოს უნდა დასრულდეს.
-„მოასფალტდება 232 მეტრი გზის საფარი, მოეწყობა ტროტური. რეაბილიტაციისთვის 136 511 ლარი დაიხარჯება. საუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, თანადაფინასნებაში შედის ადგილობრივი თვთმმართველობაც 13.5%-ით. გზა ძალიან ამორტიზებულია, ასფალტი არასდროს ყოფილა მაგ ქუჩაზე.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google