ინფრასტრუქტურა
სოფელ კოლაგში ჭაბურღილის მოწყობისთვის 114 925 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რომლის თანხაც 114 925 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორცილედება.
სამშაოებს შპს "ფიდრო გეო" ასრულებს.

მერიაში ამბობენ, რომ ახალი ჭაბურღილის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის წყალმომარაგებას, რადგან ამ წყლით 6 უბანი მარაგდება.


| Print |
FaceBook Twitter Google