ინფრასტრუქტურა
სოფელ კარდენახში სასაფალოს გზის რეაბილიტაცია 27 ოქტომბრამდე დასრულდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ამხანაგობა კავთა“ ასრულებს.
-„მოასფალტდება სასაფლაოს გზა, ცენტრალური მაგისტრალიდან საუბნო გზის ჩასასვლელებში ბეტონის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 555 000 ლარია. გარკვეულ მონაკვეთებზე მოეწყობა სანიაღვრეები, ზოგიერთ ადგილას კი უკვე არსებული სანიაღვრეები გაიწმინდება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაოები 27 ივლისს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google