ინფრასტრუქტურა
სოფელ მუკუზანში1450 მეტრი გზა მოასფალტდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში 1450 მეტრი გზა დაიგება. სამუშაოებისთვის 415 248 ლარი დაიხარჯება.
-„სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ხორციელდება, თანადაფინასებაში შედის მუნიციპალიტეტიც მთლიანი თანხის 13.5%-ით. ზოგ მონაკვეთზე ორმხრივი სანიაღვრე მოეწყობა, ზოგან კი -ცალმხრივი. აღნიშნული გზა სრულად გამოსული იყო მწყობრიდან და მოსახლეობის მოთხოვნით დაიგეგმა პროექტი.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

სამუშაოები, რომელსაც შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“ ახორციელებს, 12 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google