ინფრასტრუქტურა
სოფელ ძველ ანაგაში სასაფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის ორ უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც speqtri.ge-ს მერმა გოგო გოგილაშვილმა განუცხადა, ჯამში 807 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება.
-"ერთია "ქედასთან" მისასვლელი სასაფლაოსა და მეორე "ფანიანის" სასაფალოსთან დამაკავშირებელი გზა. მოსახლეობას გადაადგილება მანქანითაც კი უჭირდა. პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და სამუშაოები დავათვალიერე. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გუმბათი" ასრულებს"- აღნიშნა გოგილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები სექტემბერის შუა რიცხვებში დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google