ინფრასტრუქტურა
გურჯაანში, შარტავას ქუჩაზე, ახლადდაგებული ასფალტი აყარეს
ქალაქ გურჯაანში, შარტავას ქუჩაზე, ახლადდაგებული ასფალტი წუხელ გადათხარეს. როგორც მერიაში ამბობენ, უკვე დასრულებული სამუშაოები მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა და არსებული ხარვეზის გამო არ ჩაიბარა.
სამუშაოებს „ტექნომშენ ჯგუფი“ ასრულებდა და შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებაც მასვე მოუწევს.

-„კომპანიამ შეასრულა მოასფალტების სამუშაოები, ვერ დაიცვა გზის პროფილი ისე, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული. მითითება მიეცა როგორც მონიტორინგის ჯგუფიდან, ასევე ჩვენი ინსპექტირების კომისიის მხრიდან. მოხდა საჭირო ზედაპირის მოფრეზვა, პროფილში გასწორება, ახლა ასფალტის წმინდა ფენას გადააგებენ და ისე გაკეთდება, როგორც პროექტშია გაწერილი. კომპანია ამას თავისი ხარჯებით შეასრულებს და მერიას რაიმე თანხის დამატება არ მოუწევს.“-განაცხადა გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლადო მუსალბიშვილმა.

ჩვენ შპს „ტექნომშენ ჯგუფთანაც“ ვცადეთ დაკაშირება, თუმცა კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შარტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის სულ 116 996 ლარი იყო გათვალისწინებული.




| Print |
FaceBook Twitter Google