ინფრასტრუქტურა
საგარეჯოში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება
საგარეჯოში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც speqtri.ge-ს მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ტრიბუნებისა და გასახდელების მოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც 533 276 ლარია გათვალისწინებული.
სტადიონი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 23 მაისს შევიდა და აქ რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გაიმართა. პირველ ეტაპზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მოპირკეთდა სტადიონის შიდა და გარე ფასადები, შეიღება ლითონის კონსტრუქცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის 636 557 ლარი დაიხარჯა.

სტადიონის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება.




| Print |
FaceBook Twitter Google