ინფრასტრუქტურა
სოფელ გულგულაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ინფორმაციით, 630 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 267 861 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სერპანტინმა" შეასრულა.


| Print |
FaceBook Twitter Google