ინფრასტრუქტურა
თელავში მდებარე კოლეჯ "პრესტიჟს" რეაბილიტაცია უტარდება
ქალაქ თელავში მდებარე პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“-ს სრული რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ა(ა)იპ კოლეჯმა ,,პრესტიჟი’’ სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 2 647 125,49 ლარი. აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს: ძირითადი სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, გარე სპორტული მოედანის მშენებლობა-მოწყობას, შენობის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით კოლეჯში დამატებით იგეგმება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-მოწყობა, აგრეთვე გარე სახელოსნოების მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით.
შენობის, სასწავლო სახელოსნოებისა და ლაბორატორიების სამშენებლო სამუშაოების დასრულების და მათი სრული აღჭურვის შემდგომ კოლეჯი დაიმატებს და განახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად, რეგიონისათვის პრიორიტეტულ შემდეგ მიმართულებებს: აგრარული, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მომსახურების სფეროს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

„პროფესიული კოლეჯი პრესტიჟი განაგრძობს ფუნქციონირებას ოქტომბრის თვიდან, ახალი პროფესიებით, ახალი პროგრამებით. ეს არის სრულიად თანამდეროვედ აღჭურვილი და რეაბილიტირებული კოლეჯი, რომელიც შესთავაზებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით განახლებულ პროგრამებს. ვფიქრობ, რომ თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. იმედი გვაქვს, რომ კოლეჯი შეძლებს და შესთავაზებს ახალგაზრდებს და ზრდასრულებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან სერვისებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააგრძელებს კოლეჯის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენ მოვაწყობთ ექსტრა-კულიკულური აქტივობების დასანერგად მრავალფეროვან გარემოს, სხვადასხვა კლუბებს და ხელშემწყობ აქტივობებს სტუდენტების საინტერესო ცხოვრების მხარდასაჭერად “ - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.                                           

პარალელურ რეჟიმში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, კოლეჯის გარე პერიმეტრზე არსებული სანიაღვრე არხები კეთდება და  კეთილმოეწყობა ავტო-პარკინგის კეთილმოწყობას. სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის
(გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი)
რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე
მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით,
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს
გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის (გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
12:19 / 04.04.2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.