ინფრასტრუქტურა
გურჯაანში ახალი სპორტდარბაზი აშენდება
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება, აგრეთვე ცხრა აპრილის ქუჩაზე ყოფილი პურის ქარხნის ტერიტორიაზე სპორტდარბაზი აშენდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

სამუშაოების ფარგლებში შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:

1. ქალაქ გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე ყოფილი პურის ქარხნის ტერიტორიაზე  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, შშმ პირებზე ადაპტირებული სპორტული (საჭიდაო) დარბაზი უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მომზადებასაც შეძლებს სხვადასხვა სახეობების მიხედვით 200-250 სპორტსმენი. შენობაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი სახის სათავსოები: დირექტორის კაბინეტი, ადმინისტრაციის ოთახი, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები, საშხაპეებით და სველი წერტილებით (სქესის მიხედვით), ექიმის ოთახი, ინვენტარისა და სპეციალური დანიშნულების მასალების სათავსო, სამზარეულო-სასადილო მინიმუმ 40 პერსონაზე და სასტუმრო მინიმუმ 30 პერსონაზე.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 1 500 000ლ.

2. ქალაქ გურჯაანში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.
შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები: ტრიბუნაზე არსებული კონსტრუქციის (ლოჟა) რეაბილიტაცია, გასახდელების მოწყობა, მსაჯთა ოთახის რეაბილიტაცია, საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაცია, ტრიბუნაზე დასაჯდომი ადგილების (მინიმუმ 4000 ადგილი) მოწყობა, სტადიონის შემოღობვა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 1 000 000ლ.


| Print |
FaceBook Twitter Google