ინფრასტრუქტურა
კალაურში რკინიგზასთან მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ კალაურში რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტის ახალი საფარი 1 800 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებში. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტზე 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული გზით მოსახლეობა საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ''სერპანტინი'' ახორციელებს.

აღნიშნული პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა.


| Print |
FaceBook Twitter Google