ინფრასტრუქტურა
სოფელ ხაშმამდე მიმავალ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ მრავალწლიანი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მილიონ 481 490 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერის პირობების თანახმად, ასფალტობეტონის საფარი უნდა მოეწყოს 2773 მეტრზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გზაზე წყლის აცილების მიზნით გზის ორივე მხარეს ეწყობა გრუნტის კიუვეტი.

პროექტით გათვალისწინებულია ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა, აგრეთვე საგზაო ნიშნების განთავსება.

ტენდერი 25 სექტემბერს დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელი კომპანია შეასრულებს ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს. 


| Print |
FaceBook Twitter Google