საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ
გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე
უკვე გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება 1646 მეტრი გზის მონაკვეთის
რეაბილიტაცია, აგრეთვე მოეწყობა ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი და
ბაზალტის ქვაფენილისგან 337 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი
გაკეთდება.
აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღების ვადა 14 სექტემბერს იწურება.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ
თვეში უნდა შეასრულოს.
ცნობისთვის, ისტორიული წყარეობის მიხედვით, ზოგადი ნიშნებით ციხის
ძველი ფენა X–XI საუკუნეებით თარიღდება, ახალი კი XVI-XVIII
საუკუნეებით.
მანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრი
გახლდათ. იგი გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით.
მასალის გამოყენების პირობები