ინფრასტრუქტურა
ბოდბისხევში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო
უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის სამუშაოებმა ანაგასა და ვაქირის შემდეგ, ბოდბისხევში გადაინაცვლა. ამ დროისთვის 3 კილომეტრი სიგრძის ქსელი უკვე მოეწყო.

აღნიშნულ სოფელში ერთიანად სულ 40 კილომეტრის დაქსელვა იგეგმება, რაც მთლიანი სოფლის 24-საათიანი წყლით მომარაგებას გულისხმობს.
გარდა ამ სამუშაოებისა, დაგეგმილია მარეგულირებელი ურდულების და საქლორატოროს მოწყობა, რაც შემდგომში ქსელის ექსპლოატაციას ბევრად პრაქტიკულს გახდის და მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.

სოფელ ბოდბისხევში წყალმომარაგების სამუშოები 4 თვეში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ. მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ. მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.


[R]

| Print |
FaceBook Twitter Google