ინფრასტრუქტურა
წნორში გზების რეაბილიტაცია გრძელდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში „სარაჯიშვილის“, „მოსულიშვილის“, „ახმეტელის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ოთხივე ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო და სანიაღვრეები მოწყო. რამდენიმე დღეში გზის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება.

პროექტის ღირებულება 1 464 633 ლარია და ოთხივე ქუჩაზე ასფალტის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


[R]

| Print |
FaceBook Twitter Google