ინფრასტრუქტურა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინრეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა საავტომობილო გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინრეობს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ასფალტის მოწყობის სამუშაოები მერის წარმომადგენელთან, ზვიად ზვიადაურთან ერთად სოფელ გამარჯვებაში დაათვალიერა.

ე.წ. ,,ჯიჯიანთუბნის“ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 808 500 ლარს შეადგენს და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

,,ჩვენს მუნიციპალიტეტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთდროულად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხორციელდება, უახლოეს პერიოდში ასფალტის დაგება კიდევ რამდენიმე სოფელში დაიწყება. პროცესი მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები,“-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google