ინფრასტრუქტურა
სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორი ჭაბურღილი, სამი საქლორატორო და ახალი რეზერვუარი მოეწყო.

ასევე, სიღნაღში - ბარათაშვილის, სარაჯიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანის, მოსულიშვილის, მოსაშვილის, ერეკლე II-ქუჩებზე და „ორმილას“ დასახლებაში წყალსადენი ქსელი შეიცვალა, ქალაქში ოცდაორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გამრიცხველიანდა.

სიღნაღის მოსახლეობა წყლის გაუმჯობესებულ სერვისს უახლოეს პერიოდში მიიღებს.

წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 1 300 000 ლარი დაიხარჯება.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google