ინფრასტრუქტურა
„განახლებული რეგიონების“ პროგრამა - წინასაარჩევნო კამპანია თუ ქალაქის განვითარების რეალური პროექტი
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა ივნისის თვიდან დაიწყო, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ისეთი ტიპის პროექტებს აფინანსებს, როგორიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.
ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისთვის ცენტრალური ბიუჯეტში 500 მლნ ლარია განსაზღვრული.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში ცენტრალური - ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ ფინანსდება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობების ფასადების რესტავრაცია და კეთდება ტროტუარები, თუმცა რა თანხები იხარჯება კონკრეტულად და რომელი კომპანია ასრულებს სამუშაოებს, ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არ ფლობენ.

მუნიციპალიტეტის მერის (რომელსაც ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა) არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, მთავარია სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული.
„ამ ეტაპზე დაწყებულია ოთხი კორპუსის რეაბილიტაცია, ბებოს ბაღის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსი, ბიბლიოთეკის შენობა, ადმინისტრაციული შენობა და ერთი სხვა კორპუსი. კეთდება მათი ფასადები, საწვეთურები, ტროტუარები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიწაში ლაგდება ელექტროენერგიის და ინტერნეტის სადენები. ეს მგფ-ს არ ჰქონდა გათვალისწინებული და ჩვენი მოთხოვნაა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოებს რომელი კომპანია ასრულებს არ ვიცი. სამუშაოების მიმდინარეობისას ჩნდება ბევრი პრობლემა და რომ გითხრათ, რა თანხაა კონკრეტულად გამოყოფილი ამ ეტაპზე, არ ვიქნები მართალი, რადგან ეს თანხა რაღაც მომენტში აუცილებლად გაიზრდება. ეს მგფ-ის პროექტია და ხარჯთაღრიცხვები არ ვიცი. ინფორმაციას ხარჯების შესახებ, სიმართლე გითხრათ, არ ვთხოულობთ. ჩვენთვის მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს კარგად. ნონეშვილი ყველაზე დიდი ქუჩაა და მნიშვნელოვანია, რომ ამით ვიწყებთ, შესაბამისად, უკვე მომავალ წელს ახალი მერი შეთანხმდება ამ ყველაფერზე. “

პროექტი „განახლებული რეგიონები“ ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონებას განკარგავს ამ შემთხვევაში სახელმწიფო. არღვევს თუ არა ეს ყველაფერი თვითმმართველობის კონცეფციას? - ამის შესახებ მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურიძე გვესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის როლი, მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულობაა.

„თვითმმართველობის უფლება ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები საკუთარი პასუხისმგებლობით ადგილზე თვითონ უნდა აგვარებდნენ პრობლემებს. ეს არჩევნებიც ამისთვის ტარდება, რომ მიეცეთ საშუალება აირჩიონ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტენ პრობლემებს, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მუნიციპალიტეტის როლი ამ ყველაფერში არის მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაში ხელშეწყობა და ძირითად განმახორციელებლად ითვლება მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომ მთლიანად ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ბოლომდე, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი საკითხების გადასაწყვეტად, ცენტრალური ხელისუფლება ზრდის თავის გავლენებს და როლს, რაც პრინციპში არ არის კარგი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.

როგორც თვითმმართველობის ექსპერტი ამას შევაფასებდი, როგორც თვითმმართველობის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამ უკანასკნელის ფინანსური რესურსი მცირეა და ამიტომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ პროგრამების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის როლს აკნინებს და ცენტრალური ხელისუფლების როლის გაძლიერებას უწყობს ხელს. აქ ვხედავ ძირითად პრობლემებს. ეს პროექტი ფინანსდება ცენტრალური ხელისუფლებიდან და ის უსაზღვრავს კონკრეტულ მიზნობრიობას, თუ რას უნდა მოახმაროს თანხა.“




რეაბილიტაციის დაწყების დღიდან საზოგადოებაში გაჩნდა განწყობა, რომ სამუშაოები წინასაარჩევნო პიარს ემსახურება. ეს აზრი რამდენიმე კვირის წინ სამუშაოების დასათვალიერებლად ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩამოსვლამაც გაააღრმავა, რომელთან ერთად მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდნენ.
ლია შანყულაშვილის თქმით, კარგი პროექტია და ნონეშვილის განახლებას მიესალმება.

„ძალიან კარგია, რომ ძლივს რაღაც ნორმალური კეთდება გურჯაანში. თანაც ცენტრალური ქუჩაა. თითქმის ყველა საჯარო სამსახური აქ მდებარეობს. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სამუშაოები სხვა ქუჩებზეც განხორციელდება.“

საპირისპირო მოსაზრება აქვს ბადრი დიდებაშვილს.
„ამას ბრმაც შეამჩნევს, რომ ყველაფერი წინასაარჩევნო პიარია. რატომ აქამდე არ დაიწყო?! წლებია უკვე ამ ქუჩაზე არაფერი გაკეთებულა. საარჩევნოდ ხალხის ხმების მოპოვება უნდათ და სწრაფი ტემპით იმიტომ კეთდება ყველაფერი.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გია შაოშვილის განმარტებით, რეაბილიტაცია წინასაარჩევნო პიარი არ არის, როგორც მან განაცხადა მსგავსი ტიპის სამუშაოები სხვა წლებშიც განხორციელებულა.



„როგორც ვიცი, ყველა ქუჩა უნდა გაკეთდეს, მაგრამ დავიწყეთ ყველაზე აქტუალურიდან ნონეშვილის გამზირიდან. რაც პროექტები გაკეთდა, წლების უკან, ყველას წინასაარჩევნო უნდა დაუძახოთ? ყოველ წელს არჩევნებია და მაშ რავქნათ არაფერი აღარ გავაკეთოთ?! მასეთი მიმართულება არ გვაქვს ჩვენ. მომდევნო ორი წელი აღარ უნდა იყოს არჩევნები და იმ წლებში თქვენ დააკვირდით რამდენი კარგი საქმე გაკეთდება. ასე რომ, მაგაზე ნუ კეთდება აქცენტი, რა შუაშია არჩევნები?!“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, თემურ ბუწაშვილის თქმით, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია წინასაარჩევნოდ მოსახლეობიდან ხმების მობილიზებას ემსახურება.

„უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ინიციატივა საკრებულოზე არ გასულა. რაც შეეხება ეხლა ამ ფასადების მოწესრიგებას და ახალი ფრონტის გახსნას, ეს უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, ეხლა მიხვდა, რომ ფასადებია ჩამონგრეული და რეაბილიტაციას საჭიროებს. ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხშირად, დროსა და სივრცეში ემთხვევა წინასაარჩევნო კამპანიას და თავიდან ბოლომდე ხმების მობილიზებას უკავშირდება“.





სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის
რეაბილიტაცია გრძელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
16:25 / 14.09.2021
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
10:38 / 24.08.2021
ქალაქ სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად
მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორი ჭაბურღილი, სამი საქლორატორო და ახალი
რეზერვუარი მოეწყო.
ქალაქ სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორი ჭაბურღილი, სამი საქლორატორო და ახალი რეზერვუარი მოეწყო.
17:06 / 06.08.2021
უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები სიღნაღის
მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში,
ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში მიმდინარეობს.
უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში მიმდინარეობს.
15:12 / 05.08.2021
სამართალი
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს. ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს.
12:07 / 19-08-2021
შსს-მ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
10:55 / 17-08-2021
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ვტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
15:15 / 04-08-2021
ეკონომიკა
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
10:38 / 24-08-2021
ქალაქ სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორი ჭაბურღილი, სამი საქლორატორო და ახალი რეზერვუარი მოეწყო.
17:06 / 06-08-2021
სხვა ამბები
„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით
16:58 / 22-09-2021
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაცია წარადგინა და დანარჩენი ხუთი პოლიტიკაც შეაჯამა.
16:53 / 22-09-2021
მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
16:44 / 20-09-2021
დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.
16:32 / 20-09-2021
თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება პროექტი „60 +“, რომელიც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.
16:51 / 19-09-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ეპ ჯორჯია მიწოდება“-ს აბონენტების ნაწილს.
16:49 / 23-09-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6582
USD
USD
1
3.1181
GBP
GBP
1
4.2724
TRY
TRY
1
0.3528
RUB
RUB
100
4.2765
ამინდი
გურჯაანი 10 / 22 °C
img
საგარეჯო 9 / 16 °C
img
დ.წყარო 9 / 13 °C
img
სიღნაღი 10 / 20 °C
img
ლაგოდეხი 11 / 18 °C
img
ყვარელი 10 / 22 °C
img
თელავი 9 / 18 °C
img
ახმეტა 8 / 19 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.