ინფრასტრუქტურა
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე დარღვევისთვის ვიდეოჯარიმები იწერება
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით მძღოლები დარღვევების გამო ჯარიმდებიან. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ კამერები წინასაარჩევნოდ გამორთული იყო და ახლა ჩაირთო.
-"რაც ეს გზა გაიხსნა, აქ დავდივარ, ნაკლები მანქანა მოძრაობს და დროს ზოგავს. სიჩქარეს რამდენჯერმე გადავაჭარბე, მაგრამ ჯარიმა არ მოსულა, ალბათ, არჩევნების გამო არ იწერებოდა. დღეს მომივიდა ვიდეოჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე, როგორც ჩანს, არჩევნები დამთავრდა და უკვე ჩართეს,"- ამბობს ერთ-ერთი  მძღოლი ჩვენთან საუბარში.       

რატომ იყო გამორთული ვიდეოკამერები ამ გზაზე, ჩვენ შსს-ს მივმართეთ. დეტალური ინფორმაციისთვის, უწყებაში ოფიციალური მიმართვა მოითხოვეს, თუმცა, განაცხადეს, რომ ამ დროისთვის კამერები ჩართულია. 

ცნობისთვის ბაკურციხე-გურჯაანის 13,5კმ-იანი მონაკვეთი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა.
| Print |
FaceBook Twitter Google