ინფრასტრუქტურა
ჩალაუბანი-მელაანის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, რკინიგზის უბანში გზის (ჩალაუბანი-მელაანის დამაკავშირებელი გზა) რეაბილიტაცია განხორციელდება.

მერიის მიერ 819 603 ლარზე გამოცხადებული ტენდერი გუშინ დასრულდა.

ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები 2022-2023 წლებში განხორციელდება. სარეაბილიტაციო ფართობი 1080 მეტრს მოიცავს. ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ბახტრიონმა 655 690 ლარად გამოთქვა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერი პირობეწბის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ გზის მოწყობის ვალდებულება 150 დღეში უნდა შეასრულოს.

ცნობისთვის, აღნიშნული გზის მონაკვეთი ძლიერაა დაზიანებული და მის რეაბილიტაციას მოსახლეობა წლებია ითხოვს.
| Print |
FaceBook Twitter Google