ინფრასტრუქტურა
გურჯაანში ახალი აგრომაღაზია „ბარაქა“ გაიხსნა
გურჯაანში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ახალი აგრომაღაზია „ბარაქა“ გაიხსნა.

მაღაზიის სერვისცენტრის მენეჯერის, პაატა პეტრიაშვილის თქმით, მაღაზიამ, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც მოიპოვა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება და მუშაობა დაიწყო.
„ამ ეტაპზე, გაყიდვაში გვაქვს მწერებისგან დაცვის საშუალებები და ბინარული სასუქები. აგრეთვე, გვაქვს ბიო განყოფილებაც.

პროდუქცია არის ევროპული ხარისხის ,ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.

მომავალში ასევე იგეგმება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოტანა.“, - გვეუბნება პაატა პეტრიაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google