ინფრასტრუქტურა
"სოფლის პროგრამას" 100%-ით ვაფინანსებ - თელავის მერი
თელავის მუნიციპიტეტის ზოგიერთ სოფელში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"  გარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. პრიორიტეტები 17 სოფლის მოსახლეობამ უკვე შეარჩია.
"პრემიერის დადგენილებით, განსაზღვრულია,  თუ რა თანხა უნდა გამოეყოს სოფელს მოსახლეობის მიხედვით. მაგალითად, 400-მდე მოსახლეზე 10 000 ლარია, 400-დან 1000-მდე 16 000 ლარი, 1000 მცხოვრებლის ზევით კი - 20 000 ლარია. წინა წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტი შედიოდა 50 %-იანი თანადაფინანსებით. თუ იყო სოფელზე 20 000 ლარი გამოყოფილი, მერია აფინანსებდა კიდევ 10 000 ლარით.

მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მერობის პირველივე წელს, ჩემს გუნდთან ერთად, სოფლის პროგრამას დავაფინანსებ 100%-ით. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კახეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ მე ვარ, ვინც თანადაფინასებაში 100%-ით შევედი. თუ მომავალ წელს საშუალება მექნება, უფრო მეტით დავაფინანსებ,"-განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა speqtri.ge-სთან.

მერის ინფორმაციით, 27 სოფელზე ცენტრალური ბიუკჯეტიდან 478 000 ლარია გათვალისწინებული და ზუსტად ამდენივე თანხა გამოყო მერიამ. პრიორიტეტული მიმართულებებია: გარე განათების მოწყობა, სანიაღვრეების გაწმენდა, სპორტული მოედნისა და სატრენაჟორო დარბაზის გაკეთება.
| Print |
FaceBook Twitter Google